23:28 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
დერეფანი ონკოლოგიურ საავადმყოფოში

საქართველოში პრეზიდენტის პატრონაჟით ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (74)
64 0 0

საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ (Jo Ann Medical Center) ბაზაზე შეიქმნება, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია შემოდგომაზე იგეგმება >>

პროექტის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID-ის მიერ (USAID, Washington DC) 700 000 დოლარის ოდენობით. პროექტი ხორციელდება განვითარებად ქვეყნებში თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის შექმნილი კომპანია Global Healing-თან და ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრ St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად, რომელიც აშშ-ის ქალაქ მემფისში მდებარეობს.

საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

სალომე ზურაბიშვილმა ამ მიმართულებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგია საქართველოში დღეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ოჯახები იძულებულები ხდებიან სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ მიიღონ.

„დღეს საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პროექტი არ იქნება კომერციული ხასიათის, ეს არამომგებიანი პროექტია და ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, დონორებისა და კერძო ბიზნესის მობილიზება და სადაზღვევო კომპანიებთან უფრო მოქნილი თანამშრომლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მორალური მხარდაჭერის გარდა, პროექტს მისი სახელობის კერძო ფონდში სპონსორებიდან მოზიდული თანხებითაც დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში დაარეგისტრირა საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც თებერვლის დასაწყისიდან თავის ხელფასს რიცხავს. ფონდის მიზანია საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების მოძიება და დაფინანსება.

„ეს ფონდი, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბერში გაიმართება, იქნება ერთგვარი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩემი კონტაქტებით მოვიზიდოთ კერძო სპონსორები და დაფინანსება ამ მიმართულებით. ეს პროექტი იქნება პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ამ ფონდისათვის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წითელი ჯვარი თბილისში ღარიბებს დაეხმარება >>

ზურაბიშვილის განცხადებით, ის თავისი მომავალი ვიზიტების დროს ყოველთვის წამოჭრის ამ საკითხს და ყველა კონტაქტებს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ ცენტრისთვის და ამ პროექტისთვის მოიპოვონ დახმარება, მათ შორის ფინანსური. ზურაბიშვილის თქმით, მომავალ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში მას შეხვედრები ექნება ამერიკულ ფონდებთან, სადაც ის შეეცდება მოიზიდოს პროექტისთვის დამატებითი სახსრები დაინსტიტუციური დახმარება.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (74)

მთავარი თემები