„გადადგეს დირექტორი, მოგვიმატეთ ხელფასები!" – ავიაქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

გამოწერა
„თბილავიამშენის" თანამშრომლები მოითხოვენ ხელფასების მომატებას, რომელიც ორი თვეა არ მიუღიათ.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საავიაციო ქარხანა „თბილავიამშენის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც კომპანიის ადმინისტრაციასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს 120 თანამშრომლიდან 80 ადამიანი გაფიცულია. ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ისინი ხელფასების გაზრდასა და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.

© Sputnik / Alex Shlamov„თბილავიამშენის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია
„გადადგეს დირექტორი, მოგვიმატეთ ხელფასები! – ავიაქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ - Sputnik საქართველო
„თბილავიამშენის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია

ქარხნის თანამშრომლებს თითქმის ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, ასევე იგვიანებს რამდენიმე თვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. ხელფასი ყველას განსხვავებული აქვს გამომდინარე იქიდან, თუ ვის რა თანამდებობა უკავია.

„ჩვენ რამდენიმე თვის ხელფასი და ზეგანაკვეთური არ მიგვიღია. ასევე უნდა ყოფილიყო ხელფასის დანამატი 23%, ისიც არ ჩანს. ჩვენ აქ ვიდგებით, ვიდრე ხელფასს არ მოგვცემენ. ჩვენ ყველას ბანკები (სესხი - რედ.), შვილები გვყავს, უბრალოდ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ", – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" კომპანიის თანამშრომელმა ინგა ბუზარიაშვილმა.

„თბილავიამშენის" თანამშრომლებმა გაფიცვა მარტშიც მოაწყვეს. მაშინ კომპანია მათ ხელფასების 23%-ით მომატება დაჰპირდა.

„ჩამოვიდა ერთი დირექტორი და ყველაფერი მეორე დირექტორს დააბრალა. შემდეგ გამოვიდა მეორე დირექტორი, რომლის კომპეტენციაშია ფინანსური პრობლემები. თანამშრომლებთან და პროფკავშირის წარმომადგენლებთან მიმართებით იგი საკმაოდ აგრესიული იყო. ახლა აქციის მონაწილეები ხელფასის მატებასთან ერთად დირექტორ ირაკლი ღოღობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ჩვენ ვდგავართ პრობლემის წინაშე, როდესაც დირექტორი საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას. ეს პირველად არ ხდება", – განაცხადა პროფკავშირის წევრმა გიგა ბექაურმა.

© Sputnik / Alex Shlamov„თბილავიამშენის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია
„გადადგეს დირექტორი, მოგვიმატეთ ხელფასები! – ავიაქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ - Sputnik საქართველო
„თბილავიამშენის" თანამშრომელთა საპროტესტო აქცია

ხელფასების დაგვიანების მიზეზად ღოღობერიძემ დაასახელა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელმაც შეისყიდა პროდუქცია, თანხა ამ დრომდე არ ჩარიცხა. თანამშრომლები როდის მიიღებენ ხელფასებს, ჯერჯერობით უცნობია.

„თბილავიამშენის" ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროიდან იწყება. იმ დროიდან მოყოლებული ავიაქარხანამ სხვადასხვა ტიპის 8,5 ათასი სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა.

2010 წლიდან „თბილავიამშენი" სახელმწიფო საკუთრებაა და ძირითადად აწარმოებს და არემონტებს სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.

ყველა ახალი ამბავი
0