„ემსახურეთ ამ ქვეყანას" – საქართველოს პრემიერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

© Sputnik / Levan Avlabreliსასწავლო წლის დაწყება
სასწავლო წლის დაწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსწავლეებს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები უსურვა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური. 

საქართველოში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყო. საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო სკოლებში, სახელმწიფო ბაღებსა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

„მინდა სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და, განსაკუთრებით, პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Школьные парты в классе в школе - Sputnik საქართველო
რა სიახლეები ელის სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს?

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოში 54,6 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა. სულ ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 591,8 ათასს აღწევს.

წელს პირველკალსელებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ, მათ შორის, გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ახალი კომპიუტერები. წლის ბოლომდე საქართველოს დაახლოებით 400 სკოლა უზრუნველყოფილი იქნება უსადენო ინტერნეტით და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

გარდა ამისა, სკოლებში ბრუნდება "დედაენის" ადაპტირებული ვერსია. გოგებაშვილის "დედაენით" ქართველ ბავშვებს წერა-კითხვას 1880 წლიდან ასწავლიდნენ. წელს სკოლას, დირექციის სურვილით, შეუძლია განახლებული "დედაენა" სასკოლო პროგრამაში ჩართოს.

ყველა სიახლე განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომელმაც სასწავლო პროცესი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს უნდა დაუახლოვოს. ის 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და ოთხ წელიწადს გაგრძელდება. რეფორმა გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

ყველა ახალი ამბავი
0