„ალბათ უბედურება წინასწარ იგრძნეს...“ – დაღუპული შეყვარებულების სულისშემძვრელი ფოტო

CC0 / Pixabay / ავტოავარია
ავტოავარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღდათში მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს 7 აგვისტოს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ახალგაზრდა.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში ბაღდათში საშინელი ავარიისას დაღუპული წყვილის ფოტო ვრცელდება. 

„ალბათ ეს უბედურება წინასწარ იგრძნეს და ეს ფოტო გადაიღეს და მერე... მარადისობაში გადასახლდნენ... 15 წლის მარიამი და
18 წლის დავითი“, – წერს ინტერნეტ-მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ბაღდათში მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს 7 აგვისტოს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ახალგაზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0