გამოქვეყნდა სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა დაგვიანებით დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerსკოლა ასათიანის ქუჩაზე
სკოლა ასათიანის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და რეგიონებში 19 სკოლა დაგეგმილზე გვიან გაიხსნება

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება, იუწყება პირველი არხი.

რა სიახლეები ელის სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს? >>

სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა, რაზეც 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება. მაქსიმუმ ორკვირიანი დაგვიანებით გაიხსნება 19 სკოლა თბილისსა და რეგიონებში. გაცდენილი მეცადინეობები შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ მშობლების ინფორმირებას სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

      სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

№23, თბილისი   №45, თბილისი
№140, თბილისი №60, თბილისი

№2, ტყიბულის რაიონის სოფელი მუხური

№122, თბილისი
№1, დედოფლისწყარო №149, თბილისი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის სკოლა №177, თბილისი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის სკოლა №191, თბილისი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა   №208, თბილისი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა №4, გორი 
 

სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას სკოლა

  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა

       

 

 

ყველა ახალი ამბავი
0