Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ ჰგავხართ ერთმანეთს...“ – ნანკა კალატოზიშვილს ტყუპისცალი ძმა ჰყავს

© photo: courtesy of NaNka Kalatozishviliნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წლებია პოპულარობას ინარჩუნებს და ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ნანკა ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს მუდმივად აქტიურობს და თავის პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს.

კალათბურთელ ირაკლი კედიასთან დაშორების შემდეგ მსახიობი ზრდის მათ საერთო შვილს დანიელს, რომელიც წელს სკოლაში მივა. ნანკას ტყუპისცალი ძმა ჰყავს – გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც ასოცირებული ტრენერია და სხვადასხვა კომპანიაში წარმატებით საქმიანობს.

ნანკას უფროსი დაც ჰყავს – თინათინ რუხაძე, რომელსაც საზოგადოება როგორც წარმატებულ ქალსა და ფსიქოლოგს იცნობს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება ტყუპების ერთად გადაღებული ფოტოები, რომელზეც ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

ნანკამ 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წელს გახდა თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი.

2009–2010 წლებში იყო გადაცემა „სიმართლის დროს“ წამყვანი. 2010 წლიდან „ინტუიციის“ წამყვანი. 2013 წელს დუტა სხირტლაძესთან, კახა კინწურაშვილთან და ლიკა ლაბაძესთან ერთად იმედის პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ III სეზონის წამყვანი იყო.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0