16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში არ დაიწყება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო კაბინეტი
საკლასო კაბინეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომელ სკოლებში გადაიდება სასწავლო პროცესის დაწყება, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რიგ სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი, შესაძლოა, დაგვიანებით დაიწყოს, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

სკოლა, პედაგოგი - Sputnik საქართველო
სკოლის დატოვების სურვილი პენსიონერი პედაგოგების ნახევარმა გამოთქვა

საქართველოში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყნის დაახლოებით 700 სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და ზოგან დღემდე ტარდება, რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეიძლება ორი კვირის დაგვიანებით დაიწყოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა დაგვიანებთ 20 სკოლაში შეიძლება დაიწყოს. გაცდენილი სასწავლო პროცესის ანაზღაურება კი შაბათობით მოხდება.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ მშობლების ინფორმირება სკოლების ადმინისტრაციის პრეროგატივაა, აღნიშნეს უწყებაში.

დაახლოებით 700 სკოლის სარემონტო სამუშაოებზე 40 მლნ ლარი დაიხარჯა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

ყველა ახალი ამბავი
0