„უბერებელი ხარ“ – ნანიკო ხაზარაძის ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე თვეა ნანიკო ხაზარაძის მიმართ საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ტელეწამყვანი სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაოჯახდა. პირველი მეუღლისგან მას ერთი ქალიშვილი ჰყავს.

მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბრობს. 2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა.

მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლევან მათითაშვილია. წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა. ბოლო დროს მათ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა ღონისძიებებზე ერთად ამჩნევდნენ. მათი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება წამყვანის თაყვანისმცემლებმა Facebook-ის გვერდიდან გაიგეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი მეუღლისგან მას ქალიშვილი – ლილუ ჰყავს. მისი პირველი მეუღლე ლევან ნუცუბიძეა, რომელთანაც ნანიკო პირველად გამოჩნდა სტეფანესა და მაოს კლიპში „ხელები“.

ნანიკოს უახლესმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფოტო, როგორც ნანიკო წერს, ტელეწამყვანმა და მისმა მეგობარმა ეკო ფანგანმა გადაუღო.

ყველა ახალი ამბავი
0