10:55 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ვაქცინაცია

სპეციალისტები მოსწავლეების მშობლებს ბავშვების წითელაზე აცრისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (64)
48 0 0

საქართველოში დღემდე ფიქსირდება წითელათი დაავადების შემთხვევები.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა მოსწავლეთა მშობლებს მოუწოდეს, სასწავლო წლის დაწყებამდე, ანუ 16 სექტემბრამდე ბავშვები წითელაზე აცრან.

საქართველოში წითელა ბრუნდება? ბავშვები შეიძლება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აცრან >>

საქართველოში მეორე წელია წითელას ეპიდემია მძვინვარებს. მხოლოდ 2019 წლის დასაწყისიდან წითელა ოთხი ათას საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, მაშინ, როდესაც ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა. აღნიშნულიდან ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ორივე ლეტალური შემთხვევა ბავშვებში მოხდა და მათ შორის არც ერთი არ იყო აცრილი წითელაზე. ალბათობა იმისა, რომ აცრილ ბავშვს წითელა არ დაემართება 99%-ია.

„შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს... ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს, თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.

მისი თქმით, წითელას პრობლემა ყველაზე მწვავედ თბილისსა და ქუთაისში დგას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მასობრივი აცრების შემდეგ მკვეთრად შემცირდა წითელათი დაავადების შემთხვევები, მაგრამ ინფექციამ კვლავ შეიძლება იჩინოს თავი.

„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამ თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 1 იანვრიდან გეგმიური აცრები საქართველოში აუცილებელი გახდა. საქართველოში სავალდებულოა ტუბერკულიოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილური ინფექციის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (40,5°C-მდე), ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (64)

მთავარი თემები