მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დიეტების ბუმი საქართველოში: ქვეყანა დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების ტოპ-ათეულში შევიდა

© photo: Sputnik / Stringerძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილია დიეტა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ინტერნეტის საშუალებით დიეტებისა და გასახდომი პროდუქტების მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა – რეიტინგი კულინარიულმა პორტალმა Chef's Pencil-მა შეადგინა.

ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
„თუ მართლა გინდათ დაკლება, სცადეთ“ – ნუკი კოშკელიშვილის დაპირებული დიეტის რეცეპტი

გამოცემამ ჩაატარა კვლევა – Google Trends-ის პლატფორმაზე დიეტების თემის ძიების მონაცემები გააანალიზა. საქართველო ამ სიაში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.

რეიტინგის ლიდერთა სამეულში არიან პოლონეთი, ავსტრალია და აშშ. შემდეგ მოდიან ახალი ზელანდია, მოლდოვა და სამხრეთ აფრიკა. ტოპ-ათეულს ასრულებენ ლიბანი, კანადა და დიდი ბრიტანეთი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობა გახდომის თემითაა დაინტერესებული, ასევე არიან ხორვატია, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ქუვეითი და რუსეთი.

გარდა ამისა, დასახელდა დიეტებით შეპყრობილი ქალაქების ტოპ-10, რომელშიც თბილისი არ არის შესული. მასში იხილავთ ვარშავას, ბრისბენს, სიდნეის, მელბურნს, ჰიუსტონს, ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, რომს, ჩიკაგოსა და ტორონტოს.

რაც შეეხება საქართველოს, Chef's Pencil-ის კვლევამ აჩვენა, თუ კონკრეტულად რომელი დიეტით ინტერესდებიან ქართველები – ეს ცნობილი დუკანის დიეტაა.

პიერ დუკანი - Sputnik საქართველო
დუკანის დიეტის საოცარი შედეგები – როგორ დაიკლეს 20, 25, 30 კილოგრამი „დუკანელებმა“

„ამ საკამათო დიეტამ ნახშირწყლების დაბალი შემცველობით რამდენიმე ეტაპად უნდა იმუშაოს, რომ დაარეგულიროს და შემდეგ შეინარჩუნოს სწორი ნივთიერებათა ცვლა. ასევე საინტერესოა, რომ საქართველოში იზრდება ინტერესი ჩაისადმი, ხოლო კვებასთან დაკავშირებით ოფიციალური რეკომენდაციით, ჩაის მიღება რკინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად არასასურველია", – ნათქვამია მასალაში.

ასევე ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკა, რომელიც უჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მეტად დიეტებით ახალი წლის დასაწყისში ინტერესდებიან. კვლევის ავტორის განცხადებით, მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალ წელს უყურებს როგორც ცხოვრების წესის შეცვლის საუკეთესო პერიოდს. ამასთან, დიეტებისადმი ინტერესი წლის ბოლოსთვის ნელდება.

ყველა ახალი ამბავი
0