როგორი იყო „მთავარი არხის“ და „რუსთავი 2“-ის რეიტინგი – ჟორჟოლიანი სტატისტიკას აქვეყნებს

© photo: Nanuka Zhorzholiani's Show / FBნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 9 სექტემბრის 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც სოციალურ მედიაში ქართული ტელევიზიების ყურებადობას ასახავს და მაყურებელს მადლობას უხდის.

„გუშინ სოციალურ მედიაში მთავარ არხს უყურა 2 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა. „იმედს“ მილიონ 800 ათასმა, „ტვ პირველს“ მილიონ 700 ათასმა და „რუსთავი 2-ს“ 249 ათასმა.

არ დავიწყებ ბანალურ მადლობებს. ძალიან კარგად იცით რომ ეს თქვენი დამსახურებაა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა", რომელიც „რუსთავი 2"-ის სკანდალურად ცნობილმა ექს-დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა, მაუწყებლობა 9 სექტემბერს დაიწყო.

არხმა მაუწყებლობა 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ.

ნიკა გვარამია: პაატა სალიას კბილებს ჩავუმტვრევ >>>

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განცხადება ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამიას „მთავარი არხი“ - „რუსთავი 2"-ის ალტერნატივა?

საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები არიან ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.

გვარამიამ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო „რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0