„სხვათა შორის, ციკანი არასდროს უჭამია...“ – მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურზე

გამოწერა
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გუშინ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურზე ემოციურ პოსტს წერს და იხსენებს, როგორ გაიცნო ის 2012 წლის გაზაფხულზე.

მისი თქმით, ნოდარ ხადურმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გუნდში სილაღე შემოიტანა, მას არასდროს ეზარებოდა მედიასთან ურთიერთობა.

მამუკა ღაღანიძე - Sputnik საქართველო
„შინის" ვოკალისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

„ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია)“, – წერს თოქმაჯიშვილი.

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გუშინ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0