Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენს გარდა წითელი არავის უხდება“ – ნახეთ როგორი კაბა მოირგო შორენა ბეგაშვილმა

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი ქართველმა საზოგადოებამ სექს-სიმბოლოდ წლების წინ აღიარა. ერთ-ერთი ეპატაჟური მსახიობი ინტიმურ სცენებს თავს არ არიდებს, ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ.

ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთ განსაკუთრებულად გემოვნებიან ქალად ითვლება. დახვეწილი ჩაცმულობის გარდა, მსახიობს საკუთარი სტილი აქვს და განსხვავებულ იმიჯს თავისუფლად იხდენს. ტელეწამყვანის მიმზიდველი, ცეცხლოვანი და სექსუალური გარეგნობა, გარდა თაყვანისმცემლებისა, ბევრი ბრენდის ყურადღებასაც იპყრობს.

სავსებით არ არის აუცილებელი, შორენამ ღრმა დეკოლტე, ტანზე გამოყვანილი ან უმოკლესი კაბა მოირგოს – მსახიობი ნებისმიერ სამოსში სექსუალურად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სახეს რამდენიმე წელია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, მამაკაცები ბეგაშვილის სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდზე გამორჩეულად აქტიურობენ. ზოგი მას ტელეფონის ნომერს, შეხვედრას ან ქალიშვილ ევას გაცნობას სთხოვს, მაგრამ უფრო მეტი მას ცოლობას და დაოჯახებას სთავაზობს.

შორენა ბეგაშვილის გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი ინტერესით ათვალიერებენ. მოგეხსენებათ, ქართველი ვარსკვლავი რამდენიმე კომპანიის სახეა, მათ შორის, ბრენდული ტანისამოსის, ესთეტიკური ცენტრის და მზესუმზირის კომპანიისაც კი. მის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოზე შორენას წითელი კაბა უფრო მეტად ამშვენებს, ვიდრე გამომწვევი ჩაცმულობა. Instagram-ის მომხმარებლები მსახიობის „ლუქით“ დაინტერესდნენ. შორენამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შვედური კომპანიის H&M-ის კაბა აცვია, ხოლო წითელი ფეხსაცმელი ცნობილი იტალიერი დიზაინერის Giuseppe Zanotti-საა.

ყველა ახალი ამბავი
0