06:34 10 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1526)
1776110

წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი თაკო კორინთელი, რომელიც სერიალში ბარბარე მანტკავას როლს ასრულებს, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ემოციურ პოსტს წერს.

როგორც ცნობილი ხდება, მსახიობს გამზრდელი ბებია გარდაეცვალა, მანამდე კი ცოტა ხნის წინ – ბაბუა, რომლებიც მისი და მისი ძმისთვის მეორე მშობლები იყვნენ.

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი, შეიძლება ითქვას, კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო. ასე გამოჩნდა ეკრანზე „ახალი“ ბარბარიკა მანტკავა.

მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1526)

მთავარი თემები