20:25 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1526)
1750 0 0

ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. იგი სერიალში მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს.

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს ნანუკა გულუას რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა. მსახიობმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.

„ჩემი უზარმაზარი სიყვარული! მადლობა, რომ შენი შვილობის პატივი მერგო მა, არასოდეს დამტოვო, სულ ჩემთან იყავი გთხოვ... მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, ჩემი უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის. მა მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ“, – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

მსახიობი დეპრესიაშია და მუდმივად აქვეყნებს სოციალურ ქსელში მამის ფოტოებს. მსახიობი სახლსაც ჰყიდის და ამბობს, რომ ამის მიზეზი გეგმების შეცვლაა.

ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. იგი სერიალში მეგრელი ქალის დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს. დოჩი ალიშბაიას პერსონაჟი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1526)

მთავარი თემები