Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გადავირიე, რა საყვარლები ხართ!“ – დიანა ჯოჯუა ქმარ-შვილის უთბილეს ფოტოებს აქვეყნებს

© Photo: Diko Jojua / FBდიანა ჯოჯუა
დიანა ჯოჯუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ტელეწამყვანების ეკრანის მიღმა ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს. არც დიანა ჯოჯუაა გამონაკლისი. ექსტრავაგანტული, მუდამ ფორმაში მყოფი ჟურნალისტი ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია ქართულ მედიასივრცეში.

დიანა ჯოჯუა თანამედროვე ქართული სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჟურნალისტია. 2006 წლიდან 2019 წლამდე ტელეარხ Rustavi 2-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი იყო. საზოგადოებას თავი დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და ამბის განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაამახსოვრა. ყველას აინტერესებს დიკო ჯოჯუას პირადი ცხოვრება კამერებს მიღმა. მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია.

სოციალურ ქსელში დიკო ჯოჯუას მიერ გამოქვეყნებული ფოტოები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ცნობილი სახე ტრენდულობას იცავს და მუდამ გამორჩეულად გამოიყურება. ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კი ერთადერთ ქალიშვილთან ერთად ხშირად მოგზაურობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მალტაზე ისვენებენ.

დიანა ჯოჯუას მიერ გამოქვეყნებულ ოჯახურ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული ყურადღება მამა-შვილის შოკოლადისფერმა რუჯმა დაიმსახურა. ნიკოლოზ რამიშვილი და დიანა ჯოჯუას ქალიშვილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

დიკოს მეგობრები და Instagram-ის „ფოლოვერები“ აღფრთოვანებას ვერ მალავენ. აი, რას წერენ ისინი: „ესენი ერთად როგორ მევასებიან!“, „აუ, რა საყვარლები ხართ, გადავირიე...“, „ღმერთო ჩემო, რანაირი ფერი გაქვთ, არ დამენახოთ...“

ყველა ახალი ამბავი
0