Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიხარულით გაგიჟებულია...“ – ნახეთ რა აჩუქა ნიკა მელიამ შვილს – ფოტოები

© Facebook / Maiko Begiashviliნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი
ნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა მელია მამა 2014 წლის 20 დეკემბერს გახდა. მას ბიჭი ეყოლა და ალექსანდრე დაარქვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მან მცირეწლოვან შვილს ძაღლი აჩუქა. როგორც პოლიტიკოსი წერს, ბიჭუნა საჩუქარმა აღაფრთოვანა.

ნიკა მელია მამა 2014 წლის 20 დეკემბერს გახდა. მას ბიჭი ეყოლა და ალექსანდრე დაარქვა. „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას მელიამ ახალდაბადებული ალექსანდრესა და მისი დედის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 35 წლის ასაკში მამობამ რამდენიმედღიანი უძილობა მოუტანა.

„ალექსანდრეს დაბადებამ ძალიან შემცვალა. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. ქალი დავაფასე სხვანაირად. ვიგრძენი რას გრძნობს ქალი, როდესაც დედა ხდება“, – განაცხადა მაშინ ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ბავშვის დედა მაიკო ბეგიაშვილია და 90% სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იგი დღეს ასეთი ბედნიერია.

„ძალიან ბევრს გაუძლო და ამისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაახლოებით 7 წელია ერთად ვართ. ჩემმა ოჯახმაც ბავშვის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო ეს ამბავი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველა ახალი ამბავი
0