ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხი“ ეთერში გავიდა

CC0 / Pixabay / ბავშვი უყურებს ტელევიზორს
ბავშვი უყურებს ტელევიზორს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მთავარმა არხმა “ მაუწყებლობა საღამოს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა", რომელიც „რუსთავი 2"-ის სკანდალურად ცნობილმა ექს-დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა, მაუწყებლობა დაიწყო.

„ჩვენ ვიწყებთ ახალი სუფთა ფურცლიდან. ჩვენ დავბრუნდით იმისათვის, რომ თქვენთან ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელევიზია“, - ასე მიმართა მაყურებელს „კურიერის“ ყოფილმა წამყვანმა დიანა ჯოჯუამ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

არხმა მაუწყებლობა საღამოს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის.

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განცხადება ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას.

„ფეხზე დგომით ვართ...“ - რა სიტუაციაა „მთავარ არხზე“ >>

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები არიან ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.

გვარამიამ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო „რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0