Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თქვენ ამოშალეთ ზაზა...“ – ფაჩულიას მეუღლე ნაწყენია

© Photo: Tika Alavidze-pachulia / FBზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე
ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფა­ჩუ­ლია და თიკა ალა­ვი­ძე 10 წელია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან. წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს.

ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. მან NBA-ში მთელი 16 წელი გაატარა და ორჯერ საჩემპიონო ბეჭედიც მოიგო. ზაზა სამუშაოდ „გოლდენ სტეიტში“ დაბრუნდა, სადაც ბიზნესის და საკალათბურთო საკითხებში კონსულტანტი იქნება.

ზაზას მეუღლემ თიკა ალავიძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ზაზას წასვლას ეხმიანება და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ჰყავს მონიშნული.

„ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არდაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ. როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ, ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის, როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA-ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის! უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას. შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა, მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე“, – წერს თიკა ალავიძე.

ფა­ჩუ­ლია და ალა­ვი­ძე 10 წელია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან. წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს.

ზაზა „გოლ­დენ სტე­ი­ტში“ 2016-17 და 2017-18 წლე­ბის სე­ზონ­ში თა­მა­შობ­და. ორი­ვე­ჯერ NBA-ს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­გო. გა­სულ სე­ზონ­ში კი "დეტ­რო­ი­ტის" ღირ­სე­ბას იცავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს, ზაზა ნაკრებში 2000 წლი­დან 2017-მდე თა­მა­შობ­და და ეროვ­ნულ გუნდთან ერ­თად სამ ევ­რო­ბას­კეტ­ზე იას­პა­რე­ზა. ამას­თან, ცოტა ხნის წინ ზაზა ფა­ჩუ­ლია სწავ­ლას და­უბ­რუნ­და და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის-სკო­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და.

ყველა ახალი ამბავი
0