10:10 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი

„როგორი ლამაზია...“ - ნიკოლოზ ბასილაშვილს უსაყვარლესი შვილი ჰყავს - ფოტოები

© Photo: Neka Dorokashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (724)
297510

თბილისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ულამაზესი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფება, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ. მის ფოტოებს მშობლები სოციალურ ქსელში იშვიათად ანთავსებენ. ცოტა ხნის წინ ნეკამ Instagram-ის პირად გვერდზე ბიჭუნას ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა.

„ჩემი მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლია. სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტით გვქონ­და მი­მო­წე­რა, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი. გა­დავ­წყვი­ტეთ და­ო­ჯა­ხე­ბა.

მო­ნატ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ეს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ასე­თია სპორ­ტი, ნე­კამ ამის შე­სა­ხებ თა­ვი­დან­ვე იცო­და. გვყავს ვაჟი ლუ­კა­სი, რო­მე­ლიც მინ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი გახ­დეს“, – ამბობდა ჩოგბურთელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თავის მხრივ, ნეკასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩოგბურთელის ცოლობა რთულია. „ძალიან რთულია ჩობურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს“, – ამბობდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც აღმოჩნდა, ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე მშობიარობასაც კი ვერ დაესწრო, რასაც ძალიან განიცდიდა.

ამ დროისთვის ნეკა საქართველოში ცხოვრობს და დროდადრო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში აქტიურად ჩანს, ნიკოლოზი კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს და კარიერული აღმავლობის გზას ადგას.

წყვილს სოციალურ ქსელში დიდი ხანია ერთობლივი ფოტოები აღარ უდევს და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (724)

მთავარი თემები