საქართველოს ყველა კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ტარიფი ერთნაირი იქნება

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებები სამედიცინო მომსახურების ღირებულებას არ გაზრდიან.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, საქართველოს ყველა კლინიკისთვის ერთნაირი იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

ხუთშაბათს პარლამენტის კომიტეტები გიორგი გახარიას მეთაურობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მინისტრობის კანდიდატების გეგმებს ეცნობიან.

დერეფანი ონკოლოგიურ კლინიკაში - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიურ პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობაში დაეხმარება

ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, სამედიცინო მომსახურებაზე მოქალაქეების პირადი ხარჯები 20-22%-ს აჭარბებს.

„სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის", – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

კონკრეტულად თუ როდის გადავლენ კლინიკები დაფინანსების ახალ მექანიზმზე, ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, ტიკარაძის სიტყვებით, უახლოეს წლებში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვება ჰოსპიტალური სექტორის მართვის პროცესში, რათა მოხდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლი.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო С ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს

საქართველოში სამედიცინო დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომია, მოსახლეობის ნაწილი კერძო დაზღვევით სარგებლობს, დიდი ნაწილი კი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.

საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0