03:09 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
3855 0 0

წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას საგულდაგულოდ მალავდნენ.

2018 წლის 4 სექტემბერს თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის.

ნიკოლას დაბადების დღე ჯერ ანუკიმ მიულოცა საკუთარ Instagram-ის „სთორიზე“, შემდეგ თბილისის მერმა.

კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 13 წელია ერთად არიან, წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მათ ჯვარიც დაიწერეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები