14:15 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2263)
530240

მშვენიერი შორენა ბეგაშვილი და ულამაზესი ევა ბარბაქაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი დედა-შვილია. ევამ სკოლა წელს დაამთავრა. აქტიური სოციალური ცხოვრება დროებით აბიტურიენტობამ ჩაანაცვლა. ცნობილი გახდა, თუ სად და რა სპეციალობაზე ჩააბარა სუპერვარსკვლავის ქალიშვილმა.

შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი მალე დედის პოპულარობას დაჩრდილავს. ცნობილი მსახიობის შვილი უამრავ ადამიანს ხიბლავს. მისი თანატოლი ბიჭები ფოტოს კომენტარებში თინეიჯერს გამოხმაურებას, ხოლო შორენას ევას Instagram-ისა ან Facebook-ის გასაჯაროებას სთხოვენ. ევას ფოტოებს 12 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

სექსუალური მსახიობის ქალიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. ევამ მომავალი პროფესია ადამიანების სულიერ სამყაროს დაუკავშირა. გოგონა მალე პროფესიონალი ფსიქოლოგი გახდება. შორენამ შვილის მიერ არჩეული უმაღლესი სასწავლებელი დაათვალიერა და სოციალურ ქსელს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

მოდელი წერს, რომ უნივერსიტეტით აღფრთოვანებულია და მისი შვილის თაობას ძალიან გაუმართლა.

შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გაიკეთა. მის შემთხვევას თურქმა ექიმებმა სასწაული უწოდეს და ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2263)

მთავარი თემები