Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო გაჩეჩილაძემ საზოგადოებას ქალიშვილის ფოტო გაუზიარა – ნახეთ ვის ჰგავს პატარა გოგონა

© Photo: Tamara Milanova / FBთაკო გაჩეჩილაძე
თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხიბლავი თაკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. თაყვანისმცემლები არტისტის დაოჯახებას მოთმინებით ელოდნენ. ახალბედა ოჯახში უკვე მატებაცაა. თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვას შვილი სოციალურ ქსელში აღფრთოვანებას იწვევს.

თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. და ასეც მოხდა... თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. წლების მანძილზე მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა.

2017 წელს საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურზე თაკო დიდი უპირატესობით წარდგა მაყურებლის წინაშე. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა დიდი ყურადღება მიიქცია.

სამაგიეროდ, ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა. თაკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. პატარა გოგონას მოსიყვარულე მშობლებმა გაბრიელა დაარქვეს. გაბრიელა 21 იანვარს დაიბადა. თამარ გაჩეჩილაძე-მილანოვა ამჟამად ოჯახთან ერთად ვენაში ცხოვრობს, თბილისს ხშირად ვერ სტუმრობს, მაგრამ წლევანდელ ზაფხულს აქ ატარებს.

თაკო ცნობილი ქართული ჟურნალის სტუმარიც გახდა. დედა-შვილის ფოტოსესიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ სურათებს ცნობილი და უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ. სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ პატარა გაბრიელა მამას ძალიან ჰგავს, რაზეც თაკოს თანხმობა მიიღო. სოციალურ ქსელში თაკოს და გაბრიელას განხილვა არ წყდება. ფანები თაკო ულამაზეს ფოტოსესიას ასე ეხმაურებიან: „თაკო, ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები ისე მომწონხარ!“, „რა სიცოცხლეა, რამხელა გოგოა...“, „ძალიან საყვარლები ხართ, თვალს ვერ გწყვეტთ!“

ყველა ახალი ამბავი
0