Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რეზო გიგინეიშვილი ახალ მეუღლესთან ერთად ისვენებს – ულამაზესი ფოტოები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირეზო გიგინეიშვილი ნადეჟდა ობლანცევასთან ერთად
რეზო გიგინეიშვილი ნადეჟდა ობლანცევასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი რუსეთში დიდი წარმატებით სარგებლობს და ბულვარული პრესის სასურველი რესპონდენტია.

ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ბულ­ვა­რუ­ლი პრე­სის სა­სურ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტია, ცოლ­თან ერ­თად ევ­რო­პის ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე ის­ვე­ნებს. გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა­ზე და­ქორ­წინ­და. 37 წლის რუსი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი მოს­კოვ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

დას­ვე­ნე­ბი­სას გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს ნა­დეჟ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქვეყნებს. წყვი­ლი, რო­გორც ირ­კვე­ვა, ახლა საფ­რან­გეთ­შია და კა­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე ირუ­ჯე­ბა.

რეზოსთვის ეს მესამე ქორწინებაა. ასევე მესამეა ნადეჟდასთვის. პირველად ის მილიონერ დენის მიხაილოვზე დაქორწინდა და მასთან ერთად სამი წელი ამერიკაში ცხოვრობდა. შემდეგ წყვილი დაშორდა და ნადეჟდა მეორედ Нефтегазиндустрия-ს ტოპ-მენეჯერზე აირატ ისხაკოვზე გათხოვდა.

2017 წელს მასაც დაშორდა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რეზოსა და მისი სიყვარულის ისტორია.

გიგინეიშვილისა და ობოლენცევას სასიყვარულო ურთიერთობაზე პირველად ხმები 2017 წელს გავრცელდა. მაშინ რეზო ოფიციალურად გაშორდა მეორე მეუღლეს ნადეჟდა მიხალკოვას, ცნობილი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს. ოფიციალურად კი რეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა ობოლენცევა საზოგადოებაში ერთად 2018 წლის ივნისში გამოჩნდნენ სოჭში გამართულ „კინოტავრის“ ფესტივალზე. მას შემდეგ შეყვარებულები ურთიერთობას აღარ მალავენ.

რეზოს პირველი მეუღლე „ვარსკვლავების ფაბრიკის“ მონაწილე ნასტია კოჩეტკოვა გახლდათ. წყვილი 2009 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ. კოჩეტკოვასთან დაშორების შემდეგ რეზომ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე ნადიაზე იქორწინა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა.

2013 წელს მათ ჯვარი ბოდბის მონასტერში დაიწერეს, შეეძინათ ქალიშვილი ნინო. ნადია ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ რეზიკოსთან ბედნიერი იყო, მაგრამ ამ ბედნიერებამ მხოლოდ რამდენიმე წელს გაუძლო და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0