კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 60 ოჯახი ბინას დიღომში მიიღებს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „ბი დეველოპმენტმა“ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართებით კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის საშუალებით ხდება შესაძლებელი

სწორედ კომპანია „ბი დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში.

„გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ 11 774 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შემოთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, სულ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების რაოდენობა 3 000 ოჯახამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0