03:29 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
თამარ ჩახმახაშვილი და კესო ბახუტაშვილი

„ვლოცულობ, სიმსივნე გამიქრეს და ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს“: ცხრა წლის კესოს ამბავი

© photo: Tamuna Chakhmakhashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
133810

ბავშვებთან დაკავშირებული ყველა საკითხი საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურია, მით უმეტეს, თუ საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ბოლო პერიოდში ბავშვებში სიმსივნის შემთხვევები გაათმაგდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ეს ცხრა წლის კესოს ამბავია, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. კესოს სხვა ბავშვებივით უყვარს სიცოცხლე, ხატავს, მღერის და არაჩვეულებრივად სწავლობს. სულ ცოტა ხნის წინ მას სიმსივნე აღმოაჩნდა.

„ერთი წლის წინ კესოს შეექმნა მარჯვენა ხელის და ფეხის პრობლემები. მივედით ნევროპათოლოგთან, მოგვცა მიმართვა, რომ გადაგვეღო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. რა თქმა უნდა, იმ დღესვე გადავუღეთ და აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში ჰქონდა ოთხ სანტიმეტრზე მეტი მოცულობის წარმონაქმნი“, – ამბობს კესოს დედა.

კესო ბახუტაშვილი
კესო ბახუტაშვილი

კესოს მარჯვენა ხელის და ფეხის დამორჩილება გაუჭირდა. ბოლო პერიოდში ბავშვმა სისუსტე იგრძნო და პარალიზება მეტად შესამჩნევი გახდა. კესოს მაღალი ხარისხის დიფუზური გლიომა დაუდგინდა. ეს სიმსივნის ერთ-ერთი სახეობაა, რა დროსაც ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება. დაავადების პროგრესირებას მედიკოსები მხოლოდ სხივური და ქიმიოთერაპიით აჩერებენ.

„უმძიმესი გადასატანია, თუმცა ალბათ უფალი რა განსაცდელსაც გიგზავნის, იმის ძალასაც გაძლევს, რომ ყველაფერს გაუმკლავდე“, – ამბობს კესო, ყოველდღე ლოცულობს და უფალს გამოჯანმრთელებას სთხოვს.

„ჩემი ოცნებაა გამიქრეს სიმსივნე და ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი. ამ ამბის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ღმერთი მაშინ არ მახსოვდა და ამ ყველაფერმა ღმერთი გამახსენა, ლოცვაც მასწავლა. ახლა ხშირად ვლოცულობ. მინდა ჩემ მდგომარეობაში მყოფმა ბავშვებმა არ მოიწყინონ და ხშირად მიიღონ ზიარება. სჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს კესო.

გასულ წელს ოჯახმა კესო გერმანიაში წაიყვანა, დიაგნოზიც იქ დაუსვეს. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ დაავადება დროებით შეჩერდა. თუმცა დღეის მდგომარეობით ის ისევ პროგრესირებს, ოჯახი კი აქტიურად ეძებს გზებს კესოს გადასარჩენად.

საბედნიეროდ, ჩვენ ქვეყანაში ბევრი გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს. თუ ვინმეს აქვს დახმარების სურვილი, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

სს „თიბისი ბანკი“: GE65TB7192745064300002
მიმღები: თამარ ჩახმახაშვილი

მთავარი თემები