Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არაფერი მახარებს...“- რამ გამოიწვია ია ფარულავას დეპრესია?

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობის ბოლო პოსტმა მრავალი ქალბატონი გააერთიანა.  ია ფარულავამ კი, დეპრესიაში მყოფ მდედრობით სქესს რჩევა მისცა. ნახეთ, დეპრესიიდან გამოსვლის ია ფარულავას მეთოდი...

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ია ფარულავა სახლში ხშირად იკეტება. მისთვის განმარტოვება ახალ ენერგიების მოკრებასთანაა დაკავშირებული. მაგრამ, სახლში მარტო დიდხანს ვერ ძლებს. როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, მისთვის ერთი დღე სავსებით საკმარისია დეპრესიული ხასიათის მოსაშორებლად.

ამასთან დაკავშირებით, ქარიზმატულმა მსახიობმა Instagram- ზე ვრცელი პოსტი დაწერა. „ყოველთვის ვერ იქნები კარგ ხასიათზე... არის მომენტები, როდესაც არაფერი გახარებს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია!“- აღნიშნავს ეპატაჟური ია. ამ სიტყვებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და სრულიად უცნობმა ადამიანებმა იას ემოციური ფონი გაიზიარებს. ბევრმა მათგანმა კი, გამხნევება დაიწყო- „არასოდეს არ მახსოვს შენი ცუდ ხასიათზე ყოფნა ვინმესთვის თავზე მოგეხვიოს,ჩემო ლამაზოოოო"- აღნიშნა მოდის კრიტიკოსმა დალი ჩატალაძემ.

იას სიტყვები მრავალმა გაიზიარა და იამ მეორე პოსტის, უფრო ვრცელი ტექსტით თაყვანისმცემლებს გაუზიარა. აი, რას მიმართვას ავრცელებს მსახიობი...

„ქალბატონებს ვურჩევ, როდესაც ცუდად იგრძნობენ თავს, აუცილებლად გაიპრანჭონ. მეც მაქვს სახლში გამოკეტვის პერიოდები, მაგრამ ეს ერთ დღეზე მეტხანს არ გრძელდება. მერე ვდგები და ვგეგმავ, როდის რომელ მეგობარს უნდა შევხვდე..
ქუჩაში რომ გავდივარ, უფლება არ მაქვს ფორმაში არ ვიყო. ყოველდღე მსუბუქ მაკიაჟს ვიყენებ. როდესაც გარეთ უმაკიაჟოდ და დაუვარცხნელი გავდივარ, ვარ ცუდად, დეპრესიაში. როგორც კი გავიპრანჭები და თმას მოვიწესრიგებ, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები“.

 ია ფარულავა დეპრესიას სხვადასხვა ხერხებით უმკლავდება. უცნობი არაა, რომ მსახიობს თავის მოვლა ძალიან უყვარს. როგორც აღმოჩნდა, სიყვარულის გარდა, ეს პროცესი მას სიმშვიდეს ანიჭებს და ენერგიას ჰმატებს.

52 წლის სკანდალური და პოპულარული მსახიობი სილამაზით ნამდვილად გამოირჩევა, რასაც 1987 წელს რობერტ დე ნიროს მიერ მისთვის გადაცემული ჯილდო „ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი“  ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ია ფარულავა ანტი-ეიჯ (ასაკის საწინააღმდეგო) კლინიკების სახეა.

ყველა ახალი ამბავი
0