Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეჭვიანი ვარ, ამიტომ გავრბივარ, თუ სადმე აპირებს წასვლას...“ - შორენა ბეგაშვილი

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია

ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი თავის საყვარელ ძაღლზე, სანიზე სახალისო პოსტს წერს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან ეჭვიანობს როცა მისი პატრონი სხვა ძაღლებს ეფერება.

 

„გამარჯობა, მე კრუასანი ვარ, მაგრამ ყველა სანის მეძახის. არ ვიცი რატომ დამარქვა დედამ ეს სახელი. ახლა ყველა დამცინის ალბათ. დედას ყველგან თან დავყავარ. არ ვიცი ამდენს რას დადის, ამბობს ვმუშაობო, მე ხმას არ ვიღებ, სამაგიეროდ მერე გემრიელ რაღაცებს მყიდულობს. რა ვქნა ვითმენ. მე მყავს ჩაბარებული. თან არ მინდა ვიღაც ძაღლებს მოეფეროს. ხო ეჭვიანი ვარ, ამიტომ გავრბივარ მანქანასთან თუ სადმე აპირებს წასვლას. ეჰ წავედი თავს მოვიმძინარებ იქნებ მალე წავიდეთ, თორე აქ ყველა მე მეფერება და დამღალეს. ეს ქალები“, - წერს შორენა ბეგაშვილი.

37 წლის მსახიობისა და მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად მოჭარბებული ყურადღების საგანია. მისი გარეგნობა, ვარცხნილობა, ჩაცმულობა სწრაფად ხდება განხილვის საგანი და, საერთოდ, საზოგადოება მასზე საუბარს არ წყვეტს.

მიუხედავად თავბრუდამხვევი კარიერისა, როგორც თავად შორენა ამბობს, მისი ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. შორენა ბავშვობას გულისტკივილით იხსენებს და ჰყვება, რომ ორი სამსახურის გამო სკოლის გაცდენა ხშირად უწევდა.

ყველა ახალი ამბავი
0