19:45 20 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ქეთევან ხატიაშვილი

ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილმა სექსუალური ქმრის ნახევრადშიშველი ფოტო გამოაქვეყნა

© Photo: Ketevan Khatiashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (724)
1227830

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ  პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებით“ გაიცნო. მისმა გადაღებულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში, ქეთი მთელმა თბილისმა გაიცნო

2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო,  საიტზე ავტვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი აღმოჩნდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება.

მოცეკვავის ცხოვრებაში პროექტმა ახალი შესაძლებლობები, ცნობადობა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიტანა. სამწუხაროდ, პოზიტიურ ჩამონათვალს სამწუხარო ამბავი მოჰყვა. ქეთევან ხატიაშვილი 2014 წელს ბიზნესმენ ქმარს- ლევან ვადაჭკორიას დაშორდა.  პირველი ქორწინებიდან წყვილს ერთი ქალიშვილი, 7 წლის ანასტასია ჰყავთ. გოგონაც დედის ნაბიჯებს მიყვება და პატარა ტანმოვარჯიშეა.

ქეთის გარშემო განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ პროექტმა არ გამოიწვია. სულ ცოტა ხნის წინ მოცეკვავემ ახალი პარტნიორი ფართო საზოგადოებას გააცნო.

მისი შეყვარებული ცნობილი და წარმატებული ქართველი მორაგბე დავით კაჭარავა აღმოჩნდა. ეს სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. ქეთი და 34 წლის სპორტსმენი ერთად მიმზიდველად გამოიყურებიან.

დავით კაჭარავასთვის, ისევე როგორც ქეთისთვის ეს პირველი ურთიერთობა არ არის. მორაგბეს პირველი ქორწინებიდან პატარა ვაჟი- ნიკოლოზი ჰყავს. დავითი, ნიკოლოზს და ქეთის შვილს თანაბრად უვლის და ანებივრებს. გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვნებათაღელვა მდედრობითი სქესისგან იგრძნობა, რადგან სპორტსმენს ფოტოში სექსუალური ტანი უჩანს. სურათს 3 ათასამდე მოწონება აქვს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (724)

მთავარი თემები