Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ხელფასით, 15 წელი დამჭირდებოდა თანხის შეგროვება“-სოფო ბათილაშვილი ამერიკაში ისწავლის

© photo: Sopho Batilashvili / FBსოფო ბათილაშვილი
სოფო ბათილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნიჭიერესი, პოზიტიური და წარმატებული სოფო ბათილაშვილი აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრა. ახალბედა მომღერალს სწავლა გამოცდების ჩაბარების შემდეგ დაუფინანსეს. ნახეთ, შემსრულებლის გულისამაჩუყებელი პოსტი სოციალური ქსელიდან

სოფო ბათილაშვილი 19 წლისაა. საზოგადოებას ახალი პროექტით „მხოლოდ ქართული“ 2018 წელს თავი გააცნო და სამუდამოდ შეაყვარა. სცენაზე მოქცევის კულტურა, მისი ხმის ტემბრი, მუდამ მომღიმარე სახე ფართო საზოგადოებამ პირველად წლების წინ,  „რუსთავი 2“- ის პროექტ „იქს ფაქტორში“ ნახა, მას მერე სოფო ბათილაშვილი არავის დავიწყებია.

უმშვენიერესი შემსრულებელი „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა და ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. სოფო ბათილაშვილი ბავშვობიდანაა მუსიკით გატაცებული. ახალგაზრდა შემსრულებელი პატარაობის უსაყვარლეს ვიდეოებს, სადაც ნამდვილი პროფესიონალივით მღერის, თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს.

ივლისში, წარმატებული  სოლო კონცერტის შემდეგ ბავშვობის ოცნება აისრულა და „ავერსის“ აფთიაქთა ქსელის დაფინანსებით ამერიკაში გაფრინდა. როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობის ოცნება პროექტმა „მხოლოდ ქართულმა“ აუსრულა. ახლა, სოფო ბათილაშვილი ბოსტონში, 1945 წელს დაბუძნებულ ბერკლის მუსიკის პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს.

ამერიკიდან, კოლეჯის წერილი სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ გამოცდის შედეგად ბაკალავრის ხარისხს კოლეჯის დაფინანსებით მიიღებს. „ასეთი ამბავია! 
გამოცდა გავიარე  და 4 წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100 000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ. Thank you @berkleecollege for scholarship!"- წერს სოფო და მადლობას კოლეჯს უხდის.

მუსიკის ექსპერტები და სხვადასხვა კონკურსის გამოცდილი ჟიურის წევრები, ახალგაზრდა შემსრულებელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ კი, სოფოს ულევ წარმატებას და წინასვლას ვუსურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0