Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სად იყავით აქამდე...“- თინა დალაქიშვილი შეყვარებულის ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Tina Dalakishviliთინა დალაქიშვილი
თინა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობ თინა დალაქიშვილს ახალი შეყვარებული ჰყავს

მსახიობმა თინა დალაქიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე შეყვარებულთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩახუტებულებს სძინავთ. ფოტოს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს.

View this post on Instagram

A post shared by Tina (@tinalooksataurora) on

მსახიობმა ცოტა ხნის წინ შეყვარებულს, ერთ-ერთი კომპანიის კრეატიულ დირექტორს ნიკუშა ანთაძეს მიუძღვნა ტატუ „მე შენ მიყვარხარ“. გოგონამ Instagram-ზე ცოტა ხნის წინ ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ისრაელშია გადაღებული, სადაც წყვილი ერთად ისვენებდა და მსახიობი ერთ-ერთი რეკლამის გადაღებებზე იმყოფებოდა.

View this post on Instagram

We want to dance with abandon

A post shared by Tina (@tinalooksataurora) on

ცოტა ხანში ნიკუშამაც გამოაქვეყნა თინას ფოტო, სადაც ჩანს, რომ თინამ მისი ხელმოწერა უკანალზე ამოისვირინგა.

View this post on Instagram

Signed in blood 😼🖤

A post shared by Nikusha Antadze (@justnikusha) on


მსახიობი თინა დალაქიშვილი საზოგადოებაში პოპულარული განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანუკის როლის შესრულების შემდეგ გახდა, თუმა მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა ქართული ფილმი.

View this post on Instagram

It means i love you

A post shared by Tina (@tinalooksataurora) on

პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ „სეზონში“ შეასრულა. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „გასეირნება ყარაბაღში“, რასაც მოჰყვა ფილმი „სიყვარული აქცენტით“.

View this post on Instagram

The other one just mirrors it

A post shared by Tina (@tinalooksataurora) on

გოგონამ ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში „ვარსკვლავი“. ბოლო ერთ-ერთი წარმატებული როლი კი ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რითიც არაერთ კინოფესტივალზე მოხვდა.

View this post on Instagram

Tina!❤️ #звезда2014

A post shared by Rezmazuna (@sesilia.dallllas) on

თინას პერსონაჟები ყველასაგან გამორჩეული და სახასიათოა, ისევე, როგორც თავად თინა. გოგონას სამსახიობო კარიერაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

View this post on Instagram

😈😇

A post shared by Nikusha Antadze (@justnikusha) on

28 წლის თინა დალაქიშვილი პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დიზაინერია. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა.

View this post on Instagram

פשוט יום מושלם 🏹

A post shared by Nikusha Antadze (@justnikusha) on

თხელი, ტანწერწეტა გოგონა, ულამაზესი თვალებით ყველასგან გამორჩეულია. თვალს ერთხელ მაინც თუ მოჰკრავთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ.

View this post on Instagram

Bdsm trip

A post shared by MUS (@vsemogush_) on

სწორედ ამიტომაც ბევრი რეჟისორი მთავარ და საპასუხისმგებლო როლს სწორედ მას ანდობს.

ყველა ახალი ამბავი
0