სრულფასოვანი კომპიუტერები ნეტბუქების ნაცვლად: რა სიახლეები ელოდებათ პირველკლასელებს

© Sputnik / Levan Avlabreliპირველკალსელები
პირველკალსელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სკოლები აღჭურვილი ინება უსადენო ინტერნეტით

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საქართველოში პირველკლასელები გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ახალ კომპიუტერებს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის სიტყვებით, წლის ბოლომდე საქართველოს დაახლოებით 400 სკოლა უზრუნველყოფილი იქნება უსადენო ინტერნეტით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„სექტემბერში იქნება ახალი ნეტბუქები, რომლებიც, ფაქტობრივად, ბუქი კი არა, თითქმის სრულყოფილი კომპიუტერია, რომელსაც გაცილებთ მეტი შესაძლებლობები ექნება. შემოდგომიდან ჩვენ ბავშვებს გაცილებით მეტ შესაძლებლობებს შევთავაზებთ. პირველი, რაც ჩვენ გავაუმჯობესეთ, ტექნიკური პარამეტრებია", - განაცხადა ბატიაშვილმა „პალიტრა-ნიუსის" ეთერში.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
მიზანი – რეგიონში ლიდერობა: თბილისში განათლების ქალაქი გაჩნდება

საქართველოს განათლების სამინისტრო ქვეყანაში „ახალი სკოლის მოდელს" ნერგავს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს მას ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა XXI საუკუნეში. დიდი დრო დაეთმობა შემოქმედებას და არა ბიუროკრატიას.

რეფორმის ფარგლებში წელს პირველკლასელები გაცილებით უფრო კარგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე კომპიუტერებს მიიღებენ. გარდა ამისა, ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც კომპიუტერებით, ისე უკაბელო ინტერნეტით.

საქართველოში ნეტბუქებს ყოველწლიურად, დაახლოებით 50,3 ათას პირველკლასელს გადასცემენ.

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოში 2010 წელს დაიწყო. მაშინ ნეტბუქები რამდენიმე სკოლამ მიიღო, 2011 წლიდან კი იგი თითოეული პირველკლასელის მერხზე გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0