„ჩვენთან დაიწყო წმენდა... ბევრზე გაიგებთ რომ გაუშვეს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რამდენიმე ადამიანმა უკვე დატოვა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლებს უშვებენ, ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით ავრცელებს.

კადრი სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალები - Sputnik საქართველო
„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა

ტელეწამყვანის თქმით, მალე ბევრი ადამიანის შესახებ გახდება ცნობილი, რომ არხს ტოვებს.

„ჩვენთან დაიწყო წმენდა და ალბათ უკვე ბევრზე გაიგებთ რომ გაუშვეს, გაგვიშვეს. ორ სუბიექტს შორის რომ დავა იყო ის ამბავია ეს“,  -წერს ტელეწამყვანი.

გუშინ „რუსთავი 2-ის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თამთა მურადაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. იურისტის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

როგორც თამთა მურადაშვილი აცხადებს, მას მეილზე დღეს შუადღისას შეტყობინება მიუვიდა, სადაც ეწერა, რომ მას სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. იურისტი ამბობს, რომ შეტყობინებაში მითითებულია, რომ მას ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე ათავისუფლებენ, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს დარღვევა, ამის შესახებ შეტყობინებაში არაფერი წერია.

არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია მეორე იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმაც დატოვა. „რუსთავი 2“-დან წავიდა ასევე ჟურნალისტი თეონა ცხომელიძეც, თუმცა მისი თქმით, ეს ტელეკომპანიაში განვითარებულ პროცესებს არ უკავშირდება და წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. არხს რამდენიმე გადაცემაც, მათ შორის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0