Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კალაძე მაღალი მეგონა...“ - ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრი მუდმივად ექცევა

თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ Instagram-ის პირად გვერდზე ფოტო დადო, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია.

ფოტოზე მასთან ერთად, ვეტერანი ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი, ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკია, რომელმაც ახლახანს კარიერა დაასრულა და საქართველოში ზაზა ფაჩულიას აკადემიას ეწვია.

აღსანიშნავია, რომ დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დალას მავერიკსში 2015/16 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ და მეგობრები არიან. ზაზა ფაჩულია სიმაღლით 2.11 მეტრია, ნოვიცკი კი მასზე მაღალი, შესაბამისად, ვეტერანი ფეხბურთელები მათ ფონზე სასაცილოდ გამოიყურებიან.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კახა კალაძის სიმაღლეშიც კი დააეჭვა ამ ფოტომ. როგორც ის წერს, თბილისის მერი მაღალი ეგონა, თავის მხრივ, კახა კალაძე სიმაღლეში 1.86 მეტრია, შესაბამისად, ფოტო უბრალოდ ილუზიას ქმნის, რომ კალათბურთელები საშუალო სიმაღლის არიან და მათ ფონზე დანარჩენები დაბლები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა.

ყველა ახალი ამბავი
0