Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძე ახალ შეყვარებულს აღარ მალავს- ნახეთ, ფოტომოდელის ახალი რჩეული

გამოწერა
ერთ-ერთ ინტერვიუში კესარიამ განაცხადა, ქართველ ვაჟკაცებს და ძალიან „მაგარ ტიპებს“ კესარია მოსწონთ და მხოლოდ მათთან აქვს ურთიერთობა- სექსუალური, თუ მეგობრული. საინტერესოა, ამჯერად ვინ არის კესარიას მორიგი სიყვარული

ხმაურიანი და სკანდალური ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ყურადღების მიქცევას არ წყვეტს. მის გარშემო ატეხილ ჭორებს მშვიდად პასუხობს, მორიგ შეყვარებულ კი, საზოგადოებას ფრთხილად აჩვენებს.

თაყვანისმცემლების  ყურადღება ისევ მის გარშემოა მოქცეული. ამჯერად, კესარიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ Instagram- სა და Facebook- ზე ახალ პარტნიორთან ერთად ბათუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე კესო და სავარაუდო ახალი რჩეული არიან აღბეჭდილნი და ბათუმის ერთ-ერთ კლუბში კოქტეილებით და ერთმანეთით ტკბებიან. რა თქმა უნდა, კესარიამ მამაკაცის სახე სმაილით დაფარა, მაგრამ დაკუნთული ტორსი და პარტნიორის სიმაღლე კარგად ჩანს.

კესარიამ, სულ რამდენიმე ხნის წინ 4-წლიანი ურთიერთობა დაანგრია. ყოფილი წყვილი ერთად 3 წელი ცხოვრობდა. კესარიას თქმით, დაშორების მიზეზი ის არის, რომ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეს. ამჟამად, კესო სწორედ ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0