Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საოცარი ოჯახი გყავს“- როგორ გამოიყურებიან მანიკა ასათიანის ქმარ-შვილი

© Facebook / Manika Asatianiმანიკა ასათიანი
მანიკა ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმშვენიერეს  მოდელს და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს პატარა ოჯახი ჰყავს. მაგრამ, იმდენად შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და ჰგვანან ერთმანეთს- ბევრს ისინი და-ძმა ჰგონია. დაათვალიერეთ, მშვენიერი ოჯახის თბილი ფოტოები...

მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი,  თვალ-წარბი, სიმაღლე- მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისათვის მისაბაძია.

მანიკა- მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე- კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი- გიორგი გააჩინა.

წყვილი ერთად ხშირად ჩნდება. მანიკას და ბექას სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენა პოზიტივს იწვევს. მოდელის ღიმილი და სპორტსმენის იუმორი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებზეც კარგად ჩანს, რომ მათი ვაჟიც საკმაოდ პოზიტიური და ენერგიული ბიჭია.

ინტერვიუებში, მანიკა ხშირად იხსენებს, რომ ბექას გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. საზოგადოებას კი, ისინი უერთმანეთოდ ვერ წარმოუდგენია. რამდენიმე წლის წინ, მანიკას ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ბექასთან დროებით განშორება მოუწია. ის მილანში გაემგზავრა, ხოლო ბექა თბილისში თამაშობდა, ამის გამო მანიკა სასტუმროს ოთახში მონატრებისგან ტიროდა.

მანიკას და ბექას საერთო ვაჟი, როგორც უკვე ვახსენეთ საკმაოდ პატარა ასაკში შეეძინათ. ტელეწამყვანის კარიერის დასაწყისში ბიჭის აღზრდაში ბექას დედა ეხმარებოდა. წითური ბიჭუნა მანიკას ასლია და პირველ კლასში წელს წავიდა.

ცოტამ იცის, რომ ჟურნალისტის ნამდვილი სახელი მარიამია. აღმოჩნდა, რომ დახვეწილი მანიკას  და ბავშვობაში ასო „რ“- ს ვერ წარმოთქვამდა. ხან მანის ეძახდა, ხან კი მანიკას. ეს ზედმეტსახელი ტელეწამყვანს შერჩა და სახელად გადაექცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0