„ვერ გაძლებს უჩემოდ...“ - კაცი მისი ძაღლის მპოვნელს 1000 ლარს ჰპირდება

CC BY 2.0 / Cindy Funk / Happy to be in the carძაღლი ავტომობილში
ძაღლი ავტომობილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი მინდორაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ირკვევა, კაცმა ძაღლი დაკარგა და ძალიან განიცდის.

„ძმებო, ათას ლარს ვიხდი. გთხოვთ დამიბრუნეთ. ჩემი სიცოცხლე და ამისიც გადაბმულია. ვერ გაძლებს უჩემოდ. ძმებო, დამიბრუნეთ გთხოვთ“, - წერს გიორგი მინდორაშვილი.

სოციალურ ქსელში გახშირდა პოსტები, სადაც პატრონები დაკარგულ ოთხფეხა მეგობრებს ეძებენ. რამდენიმე თვის წინ ასე პატრონმა სამი წლის წინ დაკარგული ძაღლი იპოვა.

ამ საოცარი ისტორიის მოსმენის შემდეგ სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებლები ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ. ვიდეოს ნახვის შემდეგ ცრემლების შეკავება მართლაც რთულია.

ყველა ახალი ამბავი
0