Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კალაძემ მეოთხე ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა – ნახეთ, ვის ჰგავს ნიკოლა

© Photo: Kakha Kaladze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა, თუ რატომ გამოაქვეყნეს პატარა ბიჭის ფოტო ასე გვიან, ნახეთ, ვის ჰგავს პატარა ნიკოლა

წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას საგულდაგულოდ მალავდნენ.

ცოტა ხნის წინ თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.

კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე, შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.

ანუკისა და კახის მეოთხე ვაჟი ერთი წლის გახდა. სავარაუდოდ, ამიტომ გადაწყვიტეს მშობლებმა მისი ფოტოს გასაჯაროება, რომელსაც გამორჩეული ოჯახის თაყვანისმცემლები დიდი მოთმინებით ელოდნენ. ნიკოლა თბილისის მერსა და მის მეუღლეს 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. ახალშობილი 3.290 კგ დაიბადა.

კახიმ თავის Instagram-ზე რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, მაგრამ პატარა ოქროსფერთმიანი ბიჭუნას სახე არსად ჩანდა და ეს ხალხის ინტერესს უფრო მეტად იწვევდა.

ყველა ახალი ამბავი
0