13:27 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
ძველი თბილისის ქუჩა ტრადიციული ჩუქურთმიანი აივნით

რას ინებებთ: იქნებ თქვენი ნატვრის თვალი საქართველოშია?

© FB/Denis Shapiro
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში მომსახურების სფერო, როგორც ყველა აღიარებს, დიდხანს არ იყო სათანადო დონეზე. თუმცა ტურიზმისა და იმიგრაციის ინტენსიურმა განვითარებამ ბიძგი მისცა ამ სფეროს ხარისხისა და შეთავაზების სპექტრის გაუმჯობესებას.

სამწუხაროდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ სტუმრებს, ჯერ კიდევ იმდენად მწირი და არასრულია, რომ საბოლოო ჯამში მისი გამოყენება და ამ მომსახურებითა და საქონლით სარგებლობა მეტისმეტად გართულებული, ან საერთოდ შეუძლებელია. ღირს თუ არა იმის აღნიშვნა, რომ ეს არა მარტო ტურისტებსა და ახალმოსახლეებს უშლის ხელს, არამედ ქართული ეკონომიკის განვითარებასაც აფერხებს?

თუმცა, სადაც არსებობს მოთხოვნილება, იქ ჩნდება მიწოდებაც. თბილისში, ბოლოს და ბოლოს, იხსნება სააგენტო, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების გამოსწორებასა და ინფორმაციული სიცარიელის ამოვსებას პოტენციურ კლიენტებსა და იმათ შორის, ვინც მომხმარებელს საიმედო მომსახურებასა და ხარისხიან საქონელს სთავაზობს.

კომპანია One World არის ბუტიკის ტიპის სააგენტო, გახსნილი ორი გოგონას მიერ, რომლებიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ ოჯახებით გადმოსახლდნენ, მუშაობენ ქართულ მიწაზე და საქართველოს სახლად მიიჩნევენ. მათ ისტორიულ სამშობლოზე არანაკლებ უყვართ და ამაყობენ ამ ქვეყნით.

მარია ბონდარენკო
მარია ბონდარენკო

დიანა კურენკეევა წარმოშობით ალმათიდანაა. უკვე 20 წელია, პროფესიად იმ ადამიანების დახმარება აირჩია, რომლებიც სახლისა თუ სამსახურის შეცვლის გამო საცხოვრებლად ახალ ქვეყნებსა და ქალაქებში გადადიან. დიანა კარგად იცნობს ადამიანების მენტალობას როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი ევროპის ქვეყნებიდან.

მარია ბონდარენკო წარმოშობით მოსკოვიდანაა. დაახლოებით 20 წელია, საპროექტო მენეჯმენტზე მუშაობს, აქედან 7 წელი — განათლების სფეროში. მარია წლების განმავლობაში მუშაობდა სრულიად განსხვავებულ კულტურათა წარმომადგენლებთან.

გოგონებს იმედი აქვთ, რომ ყველაზე მეტ სარგებელს, უპირველეს ყოვლისა, მათი ორი მომსახურება მოიტანს: „კონსიერჟი“ და ელექტრონული ცნობარები „ქალაქის გასაღები“ თბილისის საუკეთესო სერვისების შესახებ. ყველა მომსახურება პირადად გამოსცადეს და თავად არიან პასუხისმგებელი იმ ადამიანებსა და კომპანიებზე, რომლებზეც One World-ის კლიენტებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ.

„კონსიერჟი“ დაეხმარება ადამიანებს ყოველდღიურ საქმიანობაში: საქონლის შეძენაში, მიწოდებაში, სასწრაფო საქმეების მოგვარებაში, სახლის საქმეებსა და სხვ. „კონსიერჟის“ მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება საათის „პაკეტის“ სახით, რომელსაც კლიენტი ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, One World-ის „ფეისბუქ“-გვერდით ან კომპანიის ვებ-გვერდით შეიძენს.

უახლოეს მომავალში სააგენტო კლიენტებს შესთავაზებს საქართველოში გადმოსახლებისა და ასიმილაციის მომსახურების პაკეტს, ელექტრონულ ჟურნალს „საქართველო საზღვრებს მიღმა“ ექსკლუზიური ინფორმაციით გიდებზე, მარშრუტებზე, აღჭურვილობის გაქირავებასა და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მოგზაურობისას ეკონომიურად დაბინავებაზე; ასევე ქართული კალიგრაფიის, ეროვნული ხელსაქმის, ქართული, რუსული და ინგლისური ენების სწრაფ კურსებს; ქართული სამზარეულოს საფუძვლების მასტერ-კლასებს სხვადასხვა ენაზე.

მთელი აგვისტოს განმავლობაში დიანა და მარია უფასო კონსულტაციებს გამართავენ ოფის „ტერმინალში“, ე.წ. კოვორკინგში, რომელიც ვაკეში მდებარეობს, სადაც ყველა მსურველი შეიტყობს, როგორ გამოიწეროს სააგენტოს მომსახურება და კიდევ რით შეიძლება დაეხმაროს იგი კლიენტებს.

მთავარი თემები