Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცხოვრების ერთ-ერთ გამოცდილებად შეიძლება მიიღო...“ – ჩცდ-ს „მაქსიმემ“ დაავადება დაამარცხა

© photo: My wife's friends / FBგიორგი მახარაძე
გიორგი მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული სერიალის გმირმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი მახარაძე სიმსივნური დაავადებისგან განიკურნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თოდუას სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.

გიორგი მახარაძე მარიამ ნადირაძე - Sputnik საქართველო
ჩცდ-ს „მაქსიმე“ და მისი შეყვარებული დაინიშნენ და მალე ქორწილს გეგმავენ - ფოტოები

კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გიორგის სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 2017 წელს დაუდგინდა, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და ქიმიოთერაპია. დღეისათვის მსახიობი რეგულარულ საკონტროლო კვლევებს იტარებს, რაც აჩვენებს, რომ სიმსივნური დაავადებისგან თავისუფალია.

„ჩვენ მაინც ადრე გვახსოვს, რომ თუ ამ დიაგნოზს გავიგებდით, მორჩა, მთავრდებოდა ყველაფერი. საერთოდ არ არის ეგრე! ცხოვრების ერთ-ერთ გამოცდილებად შეიძლება მიიღო, რის მერეც რაღაცები აუცილებლად სხვანაირად ლაგდება!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მახარაძე პოპულარობით გოგონებში სარგებლობს, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია და წლებია, მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა „მაქსიმეს“ შემსრულებელმა გიორგი მახარაძემ შეყვარებული დაიბრუნა.

გიორგი მახარაძე: 11 წელი ვთამაშობდი კალათბურთს >>>

მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ.

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა, სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0