თბილისის მეტრო „დინამო"–„გაბალას" მატჩის გამო 24:00 საათამდე იმუშავებს

© photo: Sputnik / Stringerმეტრო
მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი თხოვნით ქალაქის მერიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის „დინამოსა" და აზერბაიჯანის „გაბალას" შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენი ხუთშაბათს 24:00 საათამდე იმუშავებს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით მიიღო.

მატჩი თბილისში, „დინამო არენას" სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი – 21:00 საათზე.

თბილისის „დინამომ" უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში აზერბაიჯანული კლუბი სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

თბილისის მეტრო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0