ჩემპიონატი ავტოსტოპში: რა ელოდებათ მონაწილეებს

© Sputnik / Alex Shlamovავტოსტოპი
ავტოსტოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო შეჯიბრში.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მსურველებს ავტოსტოპის ჩემპიონატში იწვევს, რომელიც, ტრადიციულად, აგვისტოში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ღონისძიება უფრო მასშტაბური და საინტერესო იქნება.

ავტოსტოპერი გზაზე - Sputnik საქართველო
როგორ ვიმგზავროთ ორი ნაზუქის ფასად: ავტოსტოპერების ხე და ფეისბუქ-ჯგუფი Let's Go

„მონაწილეებს წინ ელოდებათ ჩემპიონატის სამი ეტაპი, სამი სხვადასხვა რეგიონი, განსხვავებული, მრავალფეროვანი დავალებები და გრანდიოზული ფინალი", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პირველი ეტაპი 17-18 აგვისტოს გაიმართება და მონაწილეები თბილისიდან გერგეტის სამების მიმართულებით გაემართებიან.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორი ადამიანისგან შექმნილ გუნდებს. მონაწილეებმა უნდა გაიარონ წინასწარ მონიშნული პუნქტები, შეასრულონ კონკრეტული დავალებები და გადაიღონ ფოტოსურათები.

გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ფინიშთან ყველაზე ადრე მივა და ყველა დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს. დანიშნულების წერტილები და დავალებები ავტოსტოპის ჩემპიონატის დაწყების დღეს გახდება ცნობილი.

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის გუნდებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 1 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0