„მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი“ – თორნიკე ტყემალაძე გურამიშვილის გამზირზე გარდაცვლილ ძმაზე

© Photo: Tornike Tkemaladze / FBთორნიკე ტყემალაძე
თორნიკე ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამიშვილის გამზირზე მოკლული შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა ერთ-ერთის მამამ 24 ივლისს იპოვა.

„მისტერ ვალენტინის“ მონაწილე თორნიკე ტყემალაძე სოციალურ ქსელში გურამიშვილის გამზირზე მოკლული ძმის შესახებ წერს. თორნიკე ძმას პატიებას სთხოვს, რომ ვერ დაიცვა.

„ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო, ჩემო პატარა ძმაო, გთხოვ, მაპატიო ყველაფერი. არ მინდა ტირილი, რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და სასაცილო იყო... გთხოვ, მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა, ეს სინანული კი შენთან შეხვედრამდე გამყვება... იმედი მაქვს, შევხვდებით კიდევ... მანამდე კი მინდა გითხრა – მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით“, – წერს თორნიკე ტყემალაძე.

გურამიშვილის გამზირზე უბედური შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
„კოღუამ ტყემალაძეს საბედისწერო შემთხვევამდე სმს მისწერა“ – რა მოხდა გურამიშვილზე

ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოს გავლით დატოვა. მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0