02:48 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ანანური

ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორების უკონტროლო მოქმედებები აღიკვეთება

Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (45)
6210

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. უსაფრთხოების ნორმებისა და ძეგლთა დაცვის პრინციპების უზრუნველსაყოფად ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო მოქმედებები აღიკვეთება, აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩამონგრეული კედლები და გალავანი: ანანურის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია>>>

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის" წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეოკადრები, თუ როგორ ცვივა ქვები ანანურის სამონასტრო კომპლექსის კედლებიდან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტების განცხადებით, სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს, დღითიდღე ზიანდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

„პრევენციული გადაწყვეტილებების შედეგად გამოირიცხება ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთობლივად შეიმუშავებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (XVI-XVIII სს.) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. ანანურის კომპლექსი საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს.

1743 წლამდე ეს ადგილი არაგვის საერისთავოს რეზიდენცია იყო. დღეისათვის ანანური ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (45)

მთავარი თემები