Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„9 თვე ორსული ვთამაშობდი, კაზინოდან მივედი და მშობიარობა დამეწყო...“ – თეა დარჩია

© courtesy of Liza Kalandadzeთეა დარჩია
თეა დარჩია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სუხიშვილების“ მოცეკვავე თეა დარჩია საკუთარი ცხოვრების უცნობ დეტალებს საზოგადოებას უზიარებს.

ცნობილი მოცეკვავე თეა დარჩია ამბობს, რომ 90-იან წლებში კაზინოების ხშირი სტუმარი იყო და ამის გამო მას მთელი ძვირფასეულობა დღემდე დალომბარდებული აქვს. როგორც მოცეკვავემ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ განაცხადა, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ხურდა ფულით 1500 დოლარამდე თანხა მოიგო.

„მე მიშველა ღმერთმა. სხვა გამოსავალი არ არის. 9 თვე ორსული ვთამაშობდი. ნორმალური ვიყავი?! 9 თვის ფეხმძიმე ვიყავი ჩემ შვილზე, მირიანზე, კაზინოდან სახლში მივედი, გადავივლე და მივხვდი, რომ მშობიარობა მეწყებოდა. გავვარდით დავარაშვილთან, ორ საათში გავაჩინე და მირეკავდნენ ჩემი კაზინოს მეგობარი გოგოები, როდის მოხვალო. ერთხელ მიწისძვრა მოხდა, კაზინოს კედელი გაიხსნა, ჭაღი ჩამოვარდა და მე მოგებული ფიშკებით ვიჯექი და არსად მივდიოდი“, – ამბობს თეა დარჩია.
მისი თქმით, მისი მეუღლე ამ ყველაფერს გმირულად უძლებდა.

„მოძღვარმა უთხრა, შეგიძლია დილა-საღამოს ლოცვებიც აღარ იკითხო, სასუფეველში ადგილი გარანტირებული გაქვსო“, – ამბობს დარჩია. 

ყველა ახალი ამბავი
0