14:51 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1188)
617120

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის მიერ დაწერილ სტატუსებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს. ამჯერად თბილი სიტყვებითა და ვედრებით ახლახან გარდაცვლილ მამას მიმართა.

ორი კვირის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მომღერალ ნინი ქარსელაძის მამის გარდაცვალების შესახებ. ამასთან დაკავშირებით თეკუჩა ქარსელაძის მეგობარმა სოციალური ქსელით ფართო საზოგადოებას ოჯახის ტკივილი გაუზიარა.

თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.
Instagram-ზე ნინი ქარსელაძე მამაზე სულ უფრო ხშირად წერს. გულისტკივილსა და მწუხარებას მეგობრებს უზიარებს და მათი თანადგომით ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ მამის ფოტო კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და გულის ამაჩუყებელი სიტყვები დაურთო: „მამა, გთხოვ, ღმერთს უთხარი, უმამოდ დარჩენილი გოგოები უფრო მეტად უყვარდეს...“
ნინის და თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძეებს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. ნინი მამას ტყუპისცალს უწოდებს. სხვადასხვა ინტერვიუებში მომღერალი ხშირად იხსენებს ბავშვობაში მამასთან გატარებულ ლამაზ დღეებს, მამის უშუალო და თბილ ხასიათს. „ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მა­მას­თან. სა­ერ­თოდ, რაც წლე­ბი გა­დის, უფრო ვხვდე­ბი დე­დის და მა­მის ფასს. ბავ­შვო­ბა­ში ასე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ვა­მა­ყობ, რომ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას და თე­კუ­ჩა ქარ­სე­ლა­ძის შვი­ლი ვარ“.
ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ პატარა ასაკიდან გაიცნო, მაშინ, როცა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან" ერთად კლიპი ჩაწერა.

 

 

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1188)

მთავარი თემები