Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ია ფარულავას ტყუპისცალი და ჰყოლია – მსახიობი ფოტოს აქვეყნებს

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ფოტომ საზოგადოება შოკში ჩააგდო.

ქართველი მსახიობი ია ფარულავა, რომელიც ასაკთან შედარებით ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურება, სოციალურ ქსელში დის, მარინა ფარულავას ფოტოს აქვეყნებს და აინტერესებს, თუ გამოიცნობენ მის ასაკს. „ჩემი ასაკი კი იცით, აბა გამოიცანით მარინასი“ – წერს მსახიობი, რომელიც, როგორც ცნობილია, 52 წლისაა.

მსახიობის შემდეგმა კომენტარმა, რომ სინამდვილეში ისინი ტყუპები არიან, სოციალური ქსელის მომხმარებლები უფრო დააბნია. „ორივე ძალიან ლამაზები და ახალგაზრდები ხართ. ასაკი არ გვაინტერესებს“, „ია სულ იყო და არის ჩემთვის შარმიანი ქალის ეტალონი. ბავშვობაში მინდოდა მეც ეგრე მოხდენილი და ლამაზი ვიყო მეთქი. ამდენი წლის შემდეგაც ისევ ისე გამორჩეულად სიმპატიით ვარ მის მიმართ. შური ბოღმა და სიბოროტე შლის ყოველგვარ ქალურ სილამაზეს“, „იას კი არათუ აკლდება არამედ ემატება ეს მომხიბვლელი შარმი წლებთან ერთად. აბა რაის ასაკი ციფრები რა მოსატანია სილამაზესთან“, – უწერენ მსახიობს.
 ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო, ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ.
2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0