Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თინა დალაქიშვილმა წარბები გაიპარსა – ნახეთ მსახიობის შთამბეჭდავი ცვლილება

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშითინა დალაქიშვილი
თინა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და ფოტომოდელმა თინა დალაქიშვილმა წარბები მოიშორა და უცნაურად გამოიყურება. ნახეთ ფოტოები...

ისეთ სრულიად პატარა დეტალს, როგორიც წარბია, შეუძლია აბსოლუტურად შეცვალოს თქვენი გარეგნობა. უამრავ დროს, ფინანსებსა და ენერგიას ვხარჯავთ წარბის სასურველი ფორმის მისაღებად. ზოგჯერ ულამაზესი შედეგით, ზოგჯერ კი – უშედეგოდ. ხშირად ასეც ამბობენ, მოდა ბრუნდებაო...

უმშვენიერესი და არაორდინალური მსახიობის თინა დალაქიშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მასთან მე-15 საუკუნის მოდა დაბრუნდა. შუა საუკუნეების ევროპაში ქალბატონები დიდი ძალისხმევის შედეგად წარბებს იპარსავდნენ ან იღიავებდნენ, რათა ვიზუალურად შუბლი გაედიდებინათ.

ალბათ ასეთი სილამაზის იდეალი უეცრად ამოგიტივტივდათ გონებაში. თვალწინ ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარული და საიდუმლოებით აღსავსე ნახატი „მონა ლიზა“ წარმოგიდგათ.  თინა დალაქიშვილი არც გარეგნულად, მით უმეტეს, არც ტანით ლეონარდოს მუზას არ ჰგავს, მაგრამ უწარბობა მასაც მოუხდა.
უცხო და უცნაური გარეგნობით გამორჩეული თინა ყველას აღფრთოვანებას არა მხოლოდ წარმატებულ და რეიტინგულ ფილმებში მონაწილეობით იწვევს, არამედ მისი მეტყველი თვალებით. რითიც შეაყვარა თავი ახალ შეყვარებულს, ერთ-ერთი კომპანიის კრეატიულ დირექტორს ნიკუშა ანთაძეს.
კრეატიულობით გამორჩეულ გოგონას სხეულზე უამრავი ტატუ აქვს. სულ ცოტა ხნის წინ მისმა პარტნიორმა ნიკუშამ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თინას უკანალი ჩანს. მსახიობმა შეყვარებულის ხელმოწერა საჯდომზე დაიხატა.
ქართულ შოუ-ბიზნესში ამ მოდის მიმდევარი მხოლოდ თინა არ არის. ერთი წლის წინ ცნობილმა ქართველმა შემსრულებელმა ნინა სუბლატმა წარბები თეთრად შეიღება.
თინა დალაქიშვილი 28 წლისაა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ცნობილი კინორეჟისორები მრავალ საპასუხისმგებლო როლზე თინას ამტკიცებენ და არც ცდებიან. მისი ნიჭისა და მონდომებული თამაშის წყალობით ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე გადის და მაღალი დონის კინოფესტივალებიდან პრიზებით ბრუნდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0