08:34 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძე კლუბში მეგობარ ქალთან ინტიმურად ცეკვავს - პაპარაცული ვიდეო

© FB / Kesaria Abramidze
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (830)
511211

კესარია აბრამიძის სკანდალური და გამომწვევი ქცევები უკვე არავის უკვრის. მაგრამ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ვიდეო გულგრილს არავის დატოვებს

არავისთვის არაა უცნობი, რომ ქართველი პირველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე ექსპერიმენტებს არ უშინდება. პირიქით, ქალბატონებს თავის მოვლისა და ჩაცმულობის ხრიკებსა და საიდუმლოებებს  აქტიურად უზიარებს.

მას ძალიან უყვარს მოდურად ჩაცმა, თავსაბურავებიც გამორჩეული აქვს და მის მიერ გაკეთებულ მაკიაჟზე საუბარია ზედმეტია. ნამდვილი პროფესიონალივით უდგება ვიზაჟსა და დიზაინერობას, როდესაც მას ან მის მეგობრებს სჭირდებათ. ეს ყველაფერი მზის შუქსა და გართობას მოითხოვს. ამიტომ, ფოტომოდელს ღამის კლუბებსა და ცნობილ ლაუნჯებში ხშირად შეამჩნევთ. სოციალურ ქსელში ხშირად წერს და ხუმრობს, ულამაზეს ქალბატონს თუ ეძებთ, დღეს სახლში ვარ...
კესარიამ პატარა შავი, უმოკლესი და სექსუალური კაბის ჩაცმა კლუბში გადაწყვიტა. ვიდეოც გადაიღო და  სოციალურ ქსელში ატვირთა. რამდენიმე საათში 7000 ნახვამდე დააგროვა. გაზიარებულ ვიდეოზე, ის და მისი არანაკლებ სექსუალური მეგობარი ცეცხლოვან ილეთებს ასრულებენ. ორივე გოგონა შავ კაბებში არის შემოსილნი და კამერის წინ მოხდენილად პოზირებენ. Instagram- ის "ფოლოვერებს" უფრო და უფრო თამამ ფოტოებსა და ვიდეოებს  უზიარებს და მორიგ სკანდალს არ უშინდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (830)

მთავარი თემები